სკოლებში ბავშვებისთვის მოტივაციის კომპონენტი უნდა გაიზარდოს – ალექსანდრე ჯეჯელავა {VIDEO}

2017 წლის 18 იანვარი | 19:37

სასაწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება უნდა გაიზარდოს და მოსწავლეებს ამ რესურსუით სარგებლობა არ უნდა დავუშალოთ-საგანმანათლებლო პროცესში განსახორციელებლ ცვლილებებზე დღეს განათლების მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრისას ისაუბრა. ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის უნარები ახალგაზრდა პედაგოგებმა მათ უფროსს კოლეგებს გაუზიარონ. მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით, ტრენინგ ცენტრების შექმნაზე და განმარტა, რომ ცენტრების მხოლოდ თბილისში არსებობა, რიგ შემთხვევებში პრობლემას პედაგოგებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. საუბარი შეეხო მასწავლებელთა საგამოცდო ბარიერების მოიხსნას და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ბარიერის დაუძლებვლობის შემთხვევაში მასწავლებლები სამუშაო ადგილს შეინარჩუნებენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, მასწავლებელთა გამოცდაზე ბარიერი მოიხსნება და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ისინი სკოლიდან არ განთავისუფლდებიან.

სინქრონები:

ალექსანდრე ჯეჯელავა – განათლების მინისტრი;
ნანი ინწკირველი –  147 საჯარო სკოლის პედაგოგი;
გულიკო ბიწაძე – 62 საჯარო სკოლის პედაგოგი.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, რობერტ ჭურღულია.