საარჩევნო მედიამონიტორინგის მეოთხე ანგარიში {VIDEO}

2016 წლის 15 ნოემბერი | 14:04

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგის მეოთხე ანგარიში წარმოადგინეს.

ნატა ძველიშვილმა ტელეარხების მედიამონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ამბების გაშუქებისას პრობლემად რჩება ბალანსის დაცვა. ასევე, დაფიქსირდა თურქოფობიისა და ქსენოფობიის შემთხვევებიც. ტოქ-შოუებზე დაკვირვებისას კი, აღმოჩნდა, რომ მეორე ტურში წინასაარჩვენო პროგრამები თითქმის აღარ განიხილებოდა.  რადიომაუწყებლების მონიტორინგებისას ზაქრო თავბერიძის განმარტებით,  გამოიკვეთა, რომ ნაკლებადაა სიღრმისეული და კრიტიკული მიდგომები. ბეჭდური მედიის ყველაზე დიდ პრობლემად კი სიძულვილის ენის ტირაჟირება დასახელდა.

დოკუმენტი 2016 წლის 26 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში  15 დეკემბერს გამოქვეყნდება.

სინქრონები:

ნატა ძველიშვილი – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;
ზაქარია თავბერიძე – “ინტერნიუსი-საქართველოს” წარმომადგენელი;
შომბი შარპი – გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, დავით ჯიბუტი.