სპორტულ-მარკეტინგული საერთაშორისო კონფერენცია თბილისში {VIDEO}

2016 წლის 18 ნოემბერი | 15:19

სპორტის მენეჯერებისთვის სფეროს უახლესი გამოცდილების გაზიარება და  სპორტული ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში- თბილისში პირველი სპორტული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

ღონისძიებაზე მსოფლიო  სპორტული მენეჯმენტის კომპანიების წარმომადგენლებმა, ქართველ კოლეგებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. ასევე სპორტის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის გაიცა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაიზარდოს კერძო სექტორის ჩართულობა და რა უნდა გაკეთდეს, რომ სპორტული ღონისძიებები ფინანსურად მომგებიანი გახდეს.

საერთაშორისო სპორტული მარკეტინგული კონფერენცია, “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტისა და თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

სინქრონები:

ლაშა ლაბაძე – “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი;
ზურაბ ბოქოლიშვილი – “პრაინ სპორტ მენეჯმენტის” დამფუძნებელი;
გიორგი ჩოგოვაძე – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.