სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა {VIDEO}

2016 წლის 29 ნოემბერი | 13:45

სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა. თარიღი ვაშლიჯვრის ბაზაზე აღინიშნა. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. დიდ ბრიტანეთში სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სწავლებაზე საპატიო მეორე ადგილის დაკავებისთვის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – “გენერალი კვინიტაძე” და “სამშობლოსთვის თავდადებული” გადასცა. გენერალური შტაბის უფროსმა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვა.

სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილეს ფარგლებში სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გამართეს.

1992 წლის 22 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ნატო-ს წევრი ქვეყნის, თურქეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა დახმარებით ჩატარებული “სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი” წარმატებით დაასრულა 12-მა სამხედრო მოსამსახურემ. ასე შეიქმნა პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი.

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სინქრონები:

ლევან იზორია – თავდაცვის მინისტრი;
დიმიტრი კიკნაძე – სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური;
იან კელი – ამერიკის ელჩი საქართველოში.