მარნეული, ახალციხე, კასპი, თბილისი-მზის ელექტრო სადგურებისათვის შერჩეული ლოკაციები {VIDEO}

2017 წლის 25 იანვარი | 20:13

ენერგეტიკის სამინისტროში მზის ენერგიის გამოყენებაზე მუშაობა დაიწყეს. „კავკასიის მზის კომპანიის“ ინიციატივის საფუძველზე მომდევნო 18 თვის განმავლობაში წინასწარ შერჩეულ ლოკაციებს შეისწავლიან. პირველად მოხდება მზის ენერეგიის გამოყენების პოტენციალის და მისი ეკონომიკური მაჩვენებლების გარკვევა. პროექტის თანახმად, 8 მზის ელექტრო სადგურმა ჯამში  400 მეგავატის ოდენობის ელექტრო ენერგიის გამომუშავება უნდა შეძლოს. ინიციატივის დეტალებზე “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ესაუბრა.