სინოდის სხდომის დეტალები {VIDEO}

2017 წლის 10 მარტი | 12:12

“მირჩევნია დავისაჯო სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე” – ასეთი იყო სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ,  ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრეს განცხადება, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს. დღესვე მას მიმდინარე პროცესების მედიასთან კომენტირების უფლება შეეზღუდა. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ის დაემორჩილება სინოდის გადაწყვეტილებას, თუმცა თვლის, რომ საპატრიარქოს ირგვლივ შექმნილი ვითარების ფონზე, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი. კიდევ რა თემებზე იმსჯელეს სინოდის სხდომაზე უცნობია. სასულიერო პირების განცხადებით, ვრცელ განმარტებებს საპატრიარქოში მოგვიანებით გააკეთებენ.

სინქრონები:

  • მეუფე პეტრე-ჭყონდიდის მიტროპოლიტი;
  • სვიმეონ ცაკაშვილი-სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი.

 

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.