შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სუს-ის კონტრადზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობებს ტოვებენ

2017 წლის 20 ივლისი | 14:26

“საზღვრის ეფექტურ კონტროლთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში არავითარი კითხვა რომ არ დარჩეს, ამიტომ ზემოაღნიშნულ უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ, მიღებულია გადაწყვეტილება, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან ერთის მხრივ სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორეს მხრივ კონტრდაზვრევით საქმინობაზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრადზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებს ტოვებენ” – გიორგი მღებრიშვილი – შსს მინისტრი.

განცხადება შს მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, მისივე თქმით აღნიშნული პირები თანამდებობას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე ტოვებენ.