შშმ პირებისთვის შეზღუდული ხმის მიცემის უფლება – ISFED- ის კვლევა {VIDEO}

2016 წლის 22 ნოემბერი | 14:19

შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო საარჩევნო უბანსა და უბნამდე მისასვლელ გზაზე შესაბამისი ტრანსპორტის, შუქნიშნებისა და გადასასვლელების უზრუნველყოფის აუცილებლობა- ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ შშმ პირების საარჩევნო უფლებების შესახებ ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინა. დოკუმენტში საუბარია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნების უმრავლესობა ადაპტირებული არ იყო, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ხმის მიცემის პროცესი შეაფერხა. კვლევის შედეგებს იზიარებენ, შშმ პირების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ცესკოში კი აცხადებენ, რომ 2012 წლის შემდეგ ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობა გაზრდილია, გარე პერიმეტრის მოწყობაზე კი მუშაობა მიმდინარეობს.

სინქრონები:

გიორგი ნონიაშვილი – “სამართლიანი არჩევნების” პოლიტიკის მკვლევარი;
გიორგი ახმეტელი – არასამთავრობო ორგანიზაცია “ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის”;
ანა მიქელაძე – ცესკოს სპიკერი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.