შონ ფულერი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს ტექნოპარკში შეხვდა [Video]

2017 წლის 13 ივნისი | 12:53

ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორი შონ ფულერი საქართველოს ესტუმრა. ის თბილისის ტექნოპარკის სივრცეში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციის კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა. ათასწლეულს ინოვაციის კონკურსში წლევანდელი გამარჯვებული გუნდი სენაკიდან უკვე იმყოფებოდა ამერიკის ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში. შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისათვის-გახლავთ პროექტი, რომელიც მოსწავლეებმა შექმნეს. ინოვაციური პროექტის ავტორები ნასას ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველი მოსაწვლეები შეხვდნენ ასტრონავტებს, დაესწრნენ სხვადასხვა ლექციას და სემინარს.

შონ ფულერი თბილისში ყოფნის დროს, გამართავს შეხვედრებს ავიაციის უნივერსიტეტში, შეხვდება საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს, პროფესორებს და გამართავს საჯარო ლექციას.

პროექტი ორგანიზებულია ათასწლეულის ფონდის მიერ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით. კონკურსი არის ყოველწლიური და საქართველოში უკვე მესამედ იმართება.

სინქრონი:

  1. გვანცა ჩიქოვანი – გამარჯვებული მოსწავლე;
  2. თამარ კორკოტაშვილი – გამარჯვებული მოსწავლე;
  3. შონ ფულერი – ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორი;
  4. მაგდა მაღრაძე – ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორები:

ილონა ბუიშვილი, დავით ჯიბუტი.