შიდა ქართლში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა [Video]

2017 წლის 11 ივნისი | 15:28

ხაშურის მუნიციპალიტეტში დაკარგული მამაკაცი, რომელიც ადიდებულ მდინარეში ჩავარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი სოფელ ნარვანში აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობაც იყო ჩართული. 43 წლის ვასილ ღონღაძე გუშინ ღამით მდინარე ტილიანაში ჩავარდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ნარვანაში ორი საფეხმავლო ხიდიც წაიღო. რთული ვითარებაა დაბა სურამშიც. ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაიტბორა პირველი სართულები.

წყარო: TV დია.