შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოზიცია

2017 წლის 30 ივნისი | 20:32


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, ოკუპირებულ ოჩამჩირეში თურქი ბიზნესმენის მიერ ფერმის მშენებლობის გადაწყვეტილების შესახებ:

“არის შემთხვევები, როდესაც კერძო პირები ან კომპანიები საკუთარი ინიციატივით კავშირში შედიან დე ფაქტო მხარესთან. ყველა ამგვარ შემთხვევაზე ხდება კომუნიკაცია თურქეთის ხელისუფლებასთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური ანკარა, რა თქმა უნდა, განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.  ამჯერადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით მიმდინარეობს მუშაობა, როგორც თურქეთის ხელისუფლებასთან, ისე კერძო კომპანიასთან”.