შავ ზღვაში ჟანგბადის დონე ეცემა [Video]

2017 წლის 24 მაისი | 12:55

ჟამგბადის დონე შავ ზღვაში ეცემა – გარემოს დაცვის სამინისტრომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის სანაპირო ზოლში  განხორციელებულ კვლევის შედეგად აღმოჩენილი 12 ახალი  ფაქტი გაასაჯაროვა.

ანგარიშში ასევე საუბარია სანაპირო ზოლში გამოვლენილ დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლებზე.

შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბიოლოგიური ფიზიკურ-ქიმიური კვლევები განახორციელეს. ასეთი მასშტაბის კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიებით შავ ზღვაზე დღემდე არ განხორციელებულა.

პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება- II ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,რომლის ფარგლებში სამეცნიერო გემი ერთობლივ კვლევებს 2017 წელსაც განახორციელებს.

სინქრონები:

  1. გიგლა აგულაშვილი – გარემოს დაცვის მინისტრი;
  2. ნილ სკოტი – გაეროს პროგრამის ხელმძრვანელი საქართველოში.