ევროკავშირის საზღვარი 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა – ვიქტორ დოლიძე [Video]

2017 წლის 14 ივნისი | 13:58

სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგ, ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის საზღვარი საქართველოს 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა,- ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუტურებში გაწევრიანების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ვიქტორ დოლიძის განმარტებით, ევროკავშირის საზღვრიდან უკან გამობრუნებულთა რიცხვი საკმაოდ მცირეა და მიზეზები, ძირითადად, საჭირო დოკუმენტების არქონას უკავშირდება.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ზუსტი სტატისტიკა ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით საქართველო უკვე მესამე თვეა სარგებლობს.

სინქრონი:

ვიქტორ დოლიძე – სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხებში.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი.