სერგეენკო – ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშრებული უკანონო ქმედება უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს {VIDEO}

2017 წლის 7 მარტი | 19:44

ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშრებული უკანონო ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი უნდა გახდეს,-  ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ  შესაბმისი კანონპროექტის ინიცირება  პარლამენტში უახლოეს მომავალში მოხდება.

განცხადება მინსიტრმა, ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დააკავების თემის კომენტირებისას გააკეთა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კი სახელმწიფო ბოლო ოთხი წელია ეფექტურ ნარკოპოლიტიკას აწარმოებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს 2 კომპანიის ლობირებასა და ქვეყანაში დაშვებულზე მეტი რაოდენობის ფსიქოტროპული პრეპარატების შემოტანას ედავებიან. დაკავებულის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სინრონები:

  • დავით სერგეენკო – ჯანდაცვის მინისტრი;
  • დიმიტრი ხუნდაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.