საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციები არ მიესალმებიან [Video]

2017 წლის 28 ივნისი | 12:48

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია, ტელევიზიის საზოგადოების კონტროლიდან გასვლის საფრთხედ აფასებს და მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვს.

მათი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც სარეკლამო შეზღუდვების მოხსნას, შესყიდვების გამარტივებას და გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ცვლილებას გულისხმობს,   საზოგადოებრივი მაუწყებლის სიკეთის როლს აკნინებს და ამ ფორმით დაკანონების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავის პირვანდელ მისიას დაკარგავს.

ინიცირებული ცვლილებები უკვე პარლამენტშია საკომიტეტო მოსმენებზე წარდგენილი.

საზოგადოებრივ მაუწყებელში სატელეფონო საუბრისას გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით მაუწყებლის პოზიცია, მისი არსებობის შემთხვევაში, ტელეკომპანიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება.

სინქრონები:

  1. ნათია კუპრაშვილი-რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  2. ნინო ჯანგირაშვილი-ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, რობერტ ჭურღულია.