გამოხმაურებები სახალხო დამცველის ანგარიშზე | GarbOnline.TV

გამოხმაურებები სახალხო დამცველის ანგარიშზე

2012 წლის 29 მარტი | 18:10

პარლამენტის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშს ეხმაურებიან. როგორც ადამიანის  უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა თორდიამ განაცხადა, ანგარიშთან დაკავშირებით ექნებათ მსჯელობაც და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიიღება. მისივე ინფრომაციით წინა მოხსენებიდან რეკომენდაციების 40% შესრულდა.

ანგარიშს სერიოზული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტად მიიჩნევს ჯონდი ბაღათურია. მისი განმარტებით  ქართული დასი,  თანამდებობის ზოგიერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დააყენებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში მნიშვნელოვანი დოკუმენტია, და მასში გაწერილი რეკომენდაციების გათვალისწინება სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა ხდებოდეს.

2011 წლის ანგარიში სახალხო დამცველმა 28 მარტს გამოაქვეყნა. ექვსასგვერდიან დოკუმენტში, განსაკუთრებული აქცენტი, პენიტენციალურ სისტემებში არსებულ კანონდარღვევებზეა გაკეთებული.

 

სინქრონები:

ლაშა თორდია – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
ჯონდი ბაღათურია – „ქართული დასის“ ლიდერი;
თამარ ჩუგოშვილი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ამავე თემაზე:

ავტორები:

თამარ კარელიძე, სანდრო ხატიაშვილი.