საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების კონკურსში “გურია ნიუსის” ჟურნალისტმა გაიმარჯვა {VIDEO}

2017 წლის 31 მარტი | 20:21

“ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობები საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების” ფარგლებში,  ტელევიზიის, რადიოს, გაზეთისა და ონლაინ გამოცემის  17 მედიასაშუალების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრიდან 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

არდგენილი ჟურნალისტური ნამუშევრები რეგიონში არსებულ პრობლემებსა და საერთო ინტერესებს შეეხებოდა.

პირველი ადგილი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ დაიკავა, ნამუშევრით – „მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ“, რომელიც ეპარქიის გაუკონტროლებელი ანგარიშისა  და ბიუჯეტის შესახებ მოგვითხრობს.

მეორე ადგილი, ასევე „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს თამთა კაკაურიძეს ერგო.

მესამე ადგილი კი ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემ დაიკავა- თემით „დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით“

სინქრონები:

  • თამთა კაკაურიძე – „გურია ნიუსი“;
  • ნათია კუპრაშვილი – რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  • თამარ კინწურაშვილი – მედიის განვითარების ფონდი;

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი .