სასურსათო უსაფრთხოება – Oxfam in Georgia – მ მედია კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა {VIDEO}

2016 წლის 1 დეკემბერი | 15:23

სასურსათო უსაფრთხოების თემაზე ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ მედია კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

კატეგორტიაში საუკეთესო ანალიტიკური ტელე-რადიო რეპორტაჟი, დემეტრე ერგემლიძის “საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონი” დასახელდა.

ონლაინ მედიაში კი გამარჯვება ზურა ვარდიაშვილმა, სტატიით “პური ჩვენი არსობისა” მოიპოვა.

რაც შეეხება, პრესას, აქ პირველი ადგილი ქეთევან მღებრიშვილმა სტატტიით “სურსათის ხელმისაწვდომობა მთიან რეგიონში” დაიკავა.

როგორც, ოქსფამი საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, მსგავსი სახის კონკურსები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის დარგისა და სიახლეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულებისა და ამ მიმართულებით ჟურნალისტების პროფესიონალიზმის გაზრდას.

სინქრონები:

დემეტრე ერგემლიძე – კონკურსის გამარჯვებული;
ლევან დადიანი – ოქსფამი საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.