სარეკლამო ბაზარი საქართველოს რეგიონული ტელეკომპანიებისათვის და გერმანული გამოცდილება [Video]

2017 წლის 26 ივნისი | 19:26

“მარკეტინგული სამსახურის ჩამოყალიბება და უკვე არსებულის გაძლიერება”-რეგიონული ტელევიზიების ეკონომიკური მდგრადობისთვის DW აკადემის ორგანიზებით, რეგიონული მაუწყებლების ხელმძღავანელებისა და წარმომადგენლებისთვის სემინარი მიმდინარეობს. გერმანელმა კონსულტანტმა მარტინ ლისმა  მათ  გერმანული გამოცდილება გააცნო. მაგალითისთვის ექსპერტმა გერმანული რადიოების გადაწყვეტილება მოიყვანა, როდესაც რადმენიმე რადიო სადგურმა რეკლამების გაყიდვის  გაზრდის მიზნით ერთი კომპანია ჩამოაყალიბა და პოტენციურ დამკვეთებთან ეფექტური თანამშრომლობა შეძლო.

მარტინ ლისი საქართველოს რეგიონებში მოქმედ ტელევიზიებში მარკეტინგის მხრივ შექმნილ სიტუაციას გაეცნო. მისი თქმით, ფინანსების მოზიდვისთვის საჭიროა რეიტინგების გაზომვა, რაც შემდგომში თითოეული მაუწყებლის გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ასვე მნიშვნელოვანია ერთობლივ მარკეტინგულ კომპანიაში გაწევრიანება, რომელიც შუამავალი იქნება ტელევიზიასა და რეკლამის განმთავსებელს შორის.

სინქრონები:

  1. მარტინ ლისი – მედიისა და მარკეტინგის კონსულტანტი;
  2. თამარ ღვინიანიძე – ტელეკომპანია “რიონის” დირექტორი;
  3. მაია იველაშვილი – ტელეკომპანია “მე-9 არხის” დირექტორი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.