აქცია ფოთში – გარემოვაჭრეები საქმიანობის აკრძალვას და დახლების აღებას აპროტესტებდნენ [Video]

2017 წლის 26 ივნისი | 15:32

ხმაური ფოთის აგრარული ბაზრის გარე პერიმეტრზე – გარემოვაჭრეები საქმიანობის აკრძალვას და დახლების აღებას აპროტესტებდნენ.

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟი ქალაქის შესაბამისმა სამსახურმა გვიან ღამით განახორციელა და 26 ივნისის დილას გარემოვაჭრეებს ტერიტორია ცარიელი დახვდათ. ადგილობრივები საკვები პროდუქტით უკვე წლებია აგრარული ბაზრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფოთის მერიის ადმინისტრაციის უფროსს ზვიად შუბითიძის განცხადებით, მოვაჭრეებისთვის ადგილი ბაზრის ტერიტორიაზეა გამოყოფილი.

სინქრონი:

ზვიად შუბითიძე –  ფოთის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.