საქონლის ხორცის ეტიკეტირება – ევროპულ-ქართული პარალელები {VIDEO}

2017 წლის 21 თებერვალი | 15:18


მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რეგულაცია სურსათის უვნებლობის დაცვასთან ერთად მომხმარებელს უფრო მეტ საშუალებას აძლევს გაარკვიოს საქართველოში წარმოებული საქონლის ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტის წარმოების ჯაჭვი, მაგალითად საიდან იყო პირუტყვი, სად, როდის დაიკლა და გადამუშავდა. ეს რაც შეეხება საქართველოში გაზრდილ საქონელს. თუმცა თუ თქვენ გადაწყვეტთ ნახევარფაბრიკატი პროდუქტის შეძენას ჯერჯერობით მაინც ვერ გაარკვევთ რა სახის ხორცია მასში, ეტიკეტზე დაგხვდებათ არაერთაზროვანი წარწერა საქონლის ხორცი. ვნახოთ სიუჟეტი მომხმარებელთა უფლებების ევროპულ და ქართულ პარალელებზე.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 327.