საქასტატის 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი ლიდერობს

2017 წლის 9 ივნისი | 14:56


საქასტატის 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი ლიდერობს საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის I კვარტალში 403.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 3.7 პროცენტით მეტია. თუკი 2014-2017 წლებში კვარტალურ ჭრილში უცხოური ინვესტიციების დინამიკას გადავხედავთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2014 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა 726 მილიონი დოლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლებიც ასევე ამავე წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა. მიმდინარე წელს კი, თუკი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილს გადავხედავთ, ჩანს, რომ 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 24 პროცენტით აზერბაიჯანი ლიდერობს, შემდეგ მოდის თურქეთი და გაერთიანებული სამეფო 20-20 პროცენტით და ბოლოს არაბეთის გაერთიანებული ემირატები, შესაბამისი ათ პროცენტიანი მაჩვენებლით.


რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 141,1 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 პროცენტს შეაგდენს.