საქართველოში ვიზალიბერალიზაცია აღნიშნეს {VIDEO}

2017 წლის 28 მარტი | 19:41

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველოს დედაქალაქში, სიმბოლურად, ევროპის მოედანზე აღინიშნა. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით ქალაქი საქართველო-ევროკავშირის დროშებითა და სხვა თემატური დეკორაციებით მოირთო. რას ნიშნავს და რის საშუალებას იძლევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა – საკუთარი ემოციები ღონისძიებაზე მოსულმა მოქალაქეებმა გაგვიზიარეს.