საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა [Video]

2017 წლის 26 ივნისი | 14:54

საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა. ეს საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს საშუალებას აძლევს,  საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური. გამომუშავებული ელექტროენერგია კი – თავადვე მოიხმაროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტოენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს.

ნეტო აღრიცხვის სისტემა უკვე მოქმედებს და გამომუშავებული ენერგიის საერთო ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურების მიღებას და ყოველთვიურად, ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს. თუმცა ამასთან სადგურის სიმძლავრე, 100 კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს.

სინქრონი:

კახი კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.