საქართველოს ნატო-ში გაწვერიანება ნიშნავს რეგიონში სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას {VIDEO}

2016 წლის 15 დეკემბერი | 15:05

ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტის სასახლეში სტრატეგიული დისკუსია გაიმართა,  რომლის ძირითადი თემები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევებია.

„სტაბილური, განვითარებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია, ეს კი ყველა იმ სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებში უნდა შედიოდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში თანამშრომლობა და განვითარება,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაერთიანებაში გაწევრიანება რეგიონში სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ნიშნავს. ვიდეო მასალა პრეზიდენტის ადმინსიტრაციის პრესცენტრმა გაავრცელა.

სინქრონი:

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი.