საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ [Video]

2017 წლის 19 მაისი | 11:48

“საჭიროა საქართველომ შეიმუშავოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, სადაც მთავრობამ თავი უნდა მოუყაროს ყველა სამომავლო გეგმას, რაც მათ საშუალებას მისცემს ევროკავშირის საბჭოს, გაწევრიანების შესახებ წერილით მიმართოს” – საქართველოს რეფორმების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ,  დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც  პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლება გარკვეულ სამომავლო ნაბიჯებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

დისკუსიის მთავარი მიზანი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, იმ საჭირო  ამოცანების განსაზღვრაა, რომელიც შესაძლოა უშუალოდ ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკაში აისახოს.

სინქრონები:

  1. პაატა გაფრინდაშვილი-საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი;
  2. ვიქტორ დოლიძე-სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი.