საქართველო და ევროატლანტიკური გაერთიანება {video} (აზერბაიჯანული თარგმანი)

2015 წლის 6 ოქტომბერი | 15:30

საქართველო და ევროატლანტიკური გაერთიანება უქმნის თუ არა საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებას ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება – ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია ტელეკომპანია „დიას“ ეთერში შედგა. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე. აღსანიშნავია, რომ მითი, რომ ევროატლანტიკურ გაერთიანებაში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა. მინისტრმა დეტალურად მიაწოდა მაყურებელს ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. გადაცემის მსვლელობისას მაყურებელს ჰქონდა საშუალება, მინისტრისათვის პირდაპირ ეთერში დაესვა კითხვა და პასუხიც მოესმინა. მინისტრმა ასევე ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებაზე.

სტუმრები:

დავით ბაქრაძე –  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

წყარო: “დია”.