საპროტესტო აქცია ბათუმში – განსხვავებული აზრი

2017 წლის 14 მარტი | 13:39

11 მარტს პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ ბათუმში აქცია მიმდინარეობს, საღამოს 6 საათისთვის გაჩნდა. დაპირისპირება მოჰყვა ინციდენტს, რომელიც მოქალაქესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შორის ბათუმის ცენტრში მოხდა – პოლიციელმა არასწორი პარკირებისთვის მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის ინციდენტი მოგვიანებით ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. მიტინგის მონაწილეები აჭარაში პოლიციის ახლადდანიშნული უფროსის გადადგომას და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც პროტესტანტებმა დაწვეს სამართალდამცველების ავტომობილები და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, საჭირო გახდა სპეცრაზმის ჩართვაც. რეალურად რა გახდა ბათუმში მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და რამდენად თანმიმდევრულად ა ეფექტურად მართა ტავრობამ კრიზისი – “განსხვავებული აზრი” გთავაზობთ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდოარის მოდგილის დავით მათიკაშვილის და „თავისუფალი დმეოკრატების“ ლიდერის შალვა შავგულიძის ხედვებს.

სამოცდამეშვიდე გადაცემა.