საპროტესტო აქცია ახალციხეში [Video]

2017 წლის 23 ივნისი | 13:32

ბაგინაშვილის ქუჩაზე, ახლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები დადიან. ადგილობრივებს, დაზიანებულ გზაზე გადაადგილება, ძირითადად ფეხით უწევთ. თუმცა დატბორილ ქუჩაზე გავლა, არც ქვეითებისთვისაა მარტივი. სიტუაცია უამინდობის დროს უფრო რთულდება. იმის გამო, რომ სამსონიძის და ბაგინაშვილის ქუჩებზე სანიაღვრე არხი არ არის, წვიმის დროს ქუჩა იტბორება და წყალი მოსახლეობის ეზოში შედის.

მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას ტალახსა და ყინულზე სიარული, კიდევ ერთი წელი მოუწევს. ბაგინაშვილისა და სამსონიძის მაცხოვრებლებისთვის, ხელისუფლების კანდიდატს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, დაპირების გაცემა მოუხდება.

წყარო: TV9.