საფრთხის კონტროლი მაღაროებში – განსხვავებული აზრი

2016 წლის 22 ნოემბერი | 18:23

როგორია სამუშაო ადგილებზე მომეტებული ტექნიკური საფრთხის კონტროლის მექანიზმი და მისი ეფექტურობა-ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “მწვანე ალტერნატივა” და  “ადამიანის უფლებებისა და სწავლების” “მონიტორინგის ცენტრმა” (EMC ) ეკონომიკის სამინისიტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა. გამოქვეყნებული დასკვნა მოიცავს 2012-დან 2016 წლამდე პერიოდს. არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნის თანახმად, მიუხედავად სააგენტოს ფართო მანდატისა და უფლებამოსილებისა, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები სააგენტოს მუშაობის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

ინსპექტირების დოკუმენტების ანალიზმა აჩვენა, რომ სააგენტოს მხრიდან ინსპექტირების ყოველწიური პრაქტიკის მიუხედავად, დასახელებულ ობიექტებში წლების მანძილზე არ მცირდება გამოვლენილ დარღვევათა რაოდენობა და მათი სიმძიმის ხარისხი, რაც ხშირად კრიტიკულ შეუსაბამობასაც კი აღწევს. მესმაე სექტორის შენიშვნებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში პასუხობენ. გადაცემა “განსხვავებული აზრი” გთავაზობთ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და EMC-ის წარმომადგენელთა ინტერვიუებს.

ორმოცდამეთხუთმეტე გადაცემა.