საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება-ჟურნალისტ მარიტა თევზაძის ჩართვა პარიზიდან [Video]

2017 წლის 24 აპრილი | 19:41

საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. რა მდგომარეობაა ქვეყანაში პირველი ტურის შემდეგ და როგორია ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპერტების პროგნოზი 7 მაისისთვის – ნახეთ მარიტა თევზაძის ჩართვა პარიზიდან GARB.ge- ზე.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 23%-ით ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი 21%-ით ნაციონალისტების ლიდერი მარინ ლე პენი გავიდა.

არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა. ყოფილი პრემიერმა ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონმა თავიანთ ამომრჩევლებს უკვე მიმართეს  და მეორე ტურში ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

საარჩევო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პარიზის ქუჩებში ნაციონალიზმის მოწინააღმდეგეები გამოვიდნენ. ისინი მარინ ლე პენის მეორე ტურში გადასვლას აპროტესტებდნენ. ბასტილიის მოედანზე მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც მოხდა. დაშავდა ორი მომიტინგე.