აფხაზეთთან დამაკავშირებელი 2 გადასასვლელი პუნქტი დაიკეტა {VIDEO}

2017 წლის 15 მარტი | 13:18

3 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე არსებული 2 გადასასვლელი პუნქტი დახურა. ორსანტია-ოტობაია და ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთის გაუქმებით საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხოვრებლებს ენგურის ხიდზე მოსახვედრად 40 კილომეტრის გავლა მოუწევთ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვით ზარალდებიან მოქალაქეები, ორივე მხარეს მათ გადაადგილებასტან ერთად ეზღუდებათ განათლებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებები.

ეგრეთწოდებულ საზღვარს მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 1000 ადამიანი სხვადასხვა საჭიროებისთვის კვეთდა. ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერების პარალელურად ძლიერდება ბარიკადებიც, აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ რუსეთი კონფლიქტებს ხელოვნურად აცოცხლებს, რათა საოკუპაციო მანქანამ ის გავლენის ინსტრუმენტად გამოიყენოს. გთავაზობთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილ ბოლოდროინდელ მოვლენებზე სახელმწიფო მინისტრთან ჩაწერილ ინტერვიუს.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 330.