ანა ნაცვლიშვილი – ენმ-ს მხარდამჭერი საიას დამკვირვებელს დაემუქრა {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 15:03

“გორის 44-ე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ახალგზრდები ევროპული მომავლისათვის” დამკვირვებელმა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ენმ-ს მხარდამჭერია საიას წარმომადგენელს დაემუქრა: ყოფილი კუდ-ის წარმომადგენელი ვარ და არაფერი შეგეშალოსო”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილი მედიაცეტრში გამართულ ბრიფინგზე.

მან დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელშეშლის სხვა ფაქტებიც გააცნო საზოგადოებას. ნაცვლიშვილის თქმით, თელავის 13-ე საუბრნო კომისიამ მათი დამკვირვებელი “ზედმეტი აქტიურობის” გამო გამოაძევა. მთაწმინდის 20-ე სადამკვირვებლო ორგანიზაიციის ,,მომავლის არჩევანი“ დამკვირვებელს საუბრნო საარჩევნო კომისიამ საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცა. საიას წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.

სინქრონი:

ანა ნაცვლიაშვილი – საიას თავმჯდომარე.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.