სამცხე–ჯავახეთში, მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” ფინალისტებს არჩევენ {VIDEO}

2016 წლის 14 ნოემბერი | 12:19

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” მეორე ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა ადიგენის, ახალციხის, ასპინძის და ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეებს, მათემატიკური ამოცანებისა და ტესტების დასაწერად, დრო ერთი საათი ჰქონდათ. ოლიმპიადის საშემოდგომო სეზონში, მეორედან–მეექვსე კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ.

პირველ ტურში 500–მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, აქედან მეორე ტურისთვის, 250–მდე მოზარდი შეირჩა. ფინალური, მესამე ტური 11 დეკემბერს გაიმართება. დაჯილდოვდებიან იმ მოსწავლეების პედაგოგებიც, რომლებიც მაღალ შედეგს აჩვენებენ.

“ევერესტი” 2009 წლიდან ტარდება. მესამე წელია, რაც ოლიმპიადაში სამცხე–ჯავახეთის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.

წყარო: TV9.