სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმა იმერეთში ერთწლიან მუშაობას აჯამებს {VIDEO}

2016 წლის 28 დეკემბერი | 18:18

პროექტის შემაჯამებელი შეხვედრის პრეზენტაცია დღეს ქუთაისში გაიმართა. პლატფორმის წარმომადგენელმა იმერეთის მხარეში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) წევრებმა დეტალურად ისაუბრეს 2016 წელს იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე.

შეხვედრას იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ახალგაზრდების ჩართულობით მოეწყო რამდენიმე დისკუსია, სადაც სტუდენტები მათთვის საინტერესო თემებზე მსჯელობდნენ. „ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგარცია და ევროპულ ინსტიტუტებთან გაერთიანება, გამომდინარე აქედან, რომ ეს ორგანიზაცია, ამ ყველა იდეას ახორციელებს, საინტერესოა მათთან თანამშრომლობა, რადგან, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული სხვადასხვა მიმართულებებში. ბევრმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, ევროპის შესახებ, რომ თავიანთ თანატოლებს გაუზიარონ და საზოგადოებაში შექმნამ პოზიტიური ფონი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, ადამიანის და სიტყვის თავისუფლებას“-განაცხადა ახალგაზრდული კლუბის „ახალგაზრდები ევროპისათვის“ წევრმა ვახო კაჩუხაშვილმა.

სინქრონები:

  • ნინო ხუხუა- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი;
  • მაკა ცერცვაძე-ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენელი;

წყარო: “რიონი”.