სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში კოღოს გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები დაიგეგმა {VIDEO}

2016 წლის 6 მაისი | 13:40

9 მაისიდან შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცლების საწინააღმდეგო სამუშაოები იწყება. პროცესში ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები მათ დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებთან ერთად ჩაერთვებიან.

როგორც  სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო პერიოდში, მსოფლიოში ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადებათა რიცხვი გაიზარდა. შესაბამისად, პრევენციის მიზნით, წლევანდელი სამუშაოები შედარებით მაშტაბური იქნება.

ე.წ. კრიტიკულ ზონებში შენობების შიდა არეალის დამუშავებას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები უზრუნვეყოფენ. სურსათის ეროვნული სააგენტო კი კოღოების გამრავლების ადგილების –  წყალსაცავებისა და ტყისპირა ზოლების დამუშავებას მოახდენს.

სინქრონები:

დავით სერგეენკო – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტო;
ნოდარ კერესელიძე – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭუღულია.