საკრებულოების პირველ სხდომებს ექსპეტები აფასებენ {video}

2014 წლის 22 ივლისი | 13:50

საკრებულოების პირველ სხდომებზე მიმდინარე პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში მათი მუშაობა უფრო საინტერესო იქნება, – ამის შესახებ კოტე კანდელაკი აცხადებს. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში იმედოვნებს, რომ თვითმმართველ ორგანოებში კოალიცია “ქართული ოცნების” უმრავლესობით მოსვლის მიუხედავად, ერთპარტიული გადაწყვეტილები მიღებული არ იქნება. რაც შეეხება საკრებულოებისა და კომისიების თავმჯდომარეებად მმართველი პარტიის წარმომადგენელთა არჩევას, კანდელაკი მიიჩნევს რომ ეს რეგლამენტის საკითხიაა.

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტში კი იმ პოტენციურ გამოწვევებზე საუბრობენ, რომლებიც ახალარჩეული საკრებულოების წინაშე შეიძლება დადგეს. ნინო მერებაშვილი მათ შორის კადრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევას, თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლებასა და ხელახლა აყვანას, ასევე პრემიების სახეცვლილი ფორმით გაცემას მოიაზრებს. მისი თქმით, აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საკადრო პოლიტიკის სწორად ჩამოყალიბებაა მნიშვნელოვანი. ნინო მერებაშვილი საჯარო მოხელეთა პერიოდული ატესტაციის აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პროცესი თანამშრომლების მუდმივ ფორმაში ყოფნის გარანტია იქნება.

არჩევნების შედეგად საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემს “ქართული ოცნება” უხელმძღვანელებს. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მომდევნო 4 წლის მანძილზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადგილობრივ ფონზე აისახება.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 221.