საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თბილისში გრძელდება [Video]

2017 წლის 29 მაისი | 18:05

ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება. ფილარმონიაში ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განახლდა და ის ორ საათზე  მეტ ხანს გაგრძელდა.

შეხვედრისას ძირითადად  განიხილებოდა ქვეყნის მართვის მოდელი,  პრეზიდენტის არჩევის წესი და არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა. პროექტს “ქართული ოცნების” 108 დეპუტატმა მოაწერა ხელი. საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი), რის შემდეგ პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა უკვე გაიმარათა საქართველოს რეგიონებში.

სინქრონები:

  1. მამუკა მდინარაძე – ფრაქცია “ქართული ოცნების” საპარლამენტო მდივანი;
  2. სანდა მელაძე – მოქალაქე.

ავტორები:

ილონა ბუიშვილი, სანდრო ხატიაშვილი.