საკითხები რომლებიც ფერმერებს აწუხებთ-ფერმერთა მესამე კონგრესი თბილისში [Video]

2017 წლის 6 ივნისი | 18:05

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და მათი გამოწვევები, მცირე-ოჯახური მეურნეების ბაზრებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერები და არსებული პრობლემების მოგვარების გზებ- საკითხებზე ფერმერთა მესამე კონგრესზე იმსჯელეს.

ღონისძიების 141  დელეგატს შორის იყვნენ,  როგორც მცირე მეურნეები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები და  ქალი ფერმერები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტისა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

კონგრესზე ფერმერებმა მათ რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ზებურ ბოლქვაძის თქმით, ერთ-ერთ მთავარ და მოუგვარებელ პრობლემად საბანკო სექტორთან ურთიერთობა რჩება.

ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია აქვთ ფერმერთა ასოციაციაში. ნინო ზამბახიძის განმარტებით, სოფლის მეურნეობა საბანკო სექტორისთვის მაღალრისკიან დარგად რჩება, თუმცა კარგი სადაზღვეო მექანიზმის შექმნის შემთხვევაში მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და მათ დიალოგს.

სინქრონები:

  1. ზებურ ბოლქვაძე – ფერმერი ქედის მუნიციპალიტეტიდან;
  2. ნინო ზამბახიძე – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  3. ლევან დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.