სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში

2012 წლის 28 მარტი | 19:25

პარლამენტში სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში შევიდა. ექვსასგვერდიანი დოკუმენტი 25 ქვეთავადაა დაყოფილი.

ომბუდსმენის თქმით, ანგარიშში განსაკუთრებით დიდი ადგილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე კანონდარღვევებს ეთმობა: მაღალია პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ტუბერკულიოზი მათი გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად რჩება. ტუღუში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეები არიან ეჭვმიტანილნი.  მათ დასახელებას, სახალხო დამცველი, პარლამენტში გამოსვლისას გეგმავს.

ომბუდსმენის ოფისის ყოველწლიური ანგარიში, შეკრებისა და მანიფესტაციების კუთხით, საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც მიმოიხილავს.

 

სინქრონი:

გიორგი ტუღუში – საქართველოს სახალხო დამცველი.