საჯარო მეცნიერება – განსხვავებული აზრი

2017 წლის 11 აპრილი | 19:10

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამეცნიერო გრანტის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობა საიდუმლო აღარ იქნება. 21 მილიონიანი ბიუჯეტის განმკარგველი ექსპერტების საჯაროობა საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი ეთნო-მუსიკოლოგ გიორგი კრავეიშვილის სარჩელის შემდეგ გახდა. გადაწყვეტილებას არაერთგავროვანი შეფასებები მოჰყვა. განათლების საკითხების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ ანონიმური სისტემა უნდა შენარჩუნებულიყო. საპირისპიროა ენათმეცნიერის ავთანდილ არაბულის ხედვა. მისი მოლოდინის თანახმად, გადაწყვეტილების მეშვეობით უამრავ კითხვას გაეცემა პასუხი.

სამოცდამეთერთმეტე გადაცემა.