“საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის”-პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში ფოკის და ვალეს ბიბლიოთეკები დაარსდა [Video]

2017 წლის 13 ივნისი | 18:42

საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ მეორე ფაზა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებირვი ცენტრის ბაზაზე დაარსდა ფოკის და ვალეს ბიბლიოთეკები, ასევე მიმდინარეობს ბაკურიანისა და ფასანაურის ბიბლიოთეკების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. პარალელურად, 10 სოფლის და დაბის ბიბლიოთეკას  კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა, პროექტში ჩართულმა ბიბლიოთეკარებმა გაიარეს გადამზადება თანამედროვე საბიბლიოთეკო მართვისთვის მიმართულებით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე პროექტის განხორციელებაში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო, კერძოდ – მშენებლობებში, ავეჯით და ნაწილობრივ ტექნიკით  უზრუნველყოფაში.

პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობროვი განვითარებისთვის“ პირველი ფაზა   2014 წლის მარტში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აშენდა ხიდისთავისა და ნუკრიანის ბიბლიოთეკები.  ზუგდიდის ცენტრალური და ხულოს მუნიციპალური ბიბლიოთეკები კი სრულად გარემონტდა, უახლესი ტექნიკით და უფასო ინტერნეტით აღიჭურვა.

„საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ მეორე ფაზა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) Beyond Access პროგრამის აქტიური მხარდაჭერით და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სინქრონი:

სოსო გიორგაძე – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე.