საია – დუშეთის გამგებელს შეუძლია ეკვატორს  წრე ორჯერ დაარტყას {VIDEO}

2016 წლის 8 ივლისი | 12:55

“წლის განმავლობაში, დუშეთის გამგებელმა  7 000 ლ ბენზინზე მეტი დახარჯა და გაიარა 71 000 კმ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავისუფლად შეუძლია, ეკვატორს წრე ორჯერ დაარტყას. ამავე ტემპით, 5 წელში, მიუახლოვდეს მთვარეს”, – განაცხადა სულხან სალაძემ “საია”  ახალი კვლევის პრეზენტაციაზე.

ორგანიზაციამ 2015 წელს მცხეთა-მთიანეთში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დახარჯული საწვავი მოიკვლია. მონაცემები არასამთავრობო სექტორს თავად ოფიციალურმა უწყებებმა მიაწოდეს.

ანგარიშის “ავტომობილით დედამიწის გარშემო”  ავტორები ამბობენ, რომ იკვეთება საწვავის არარაციონალური მოხმარებისა და არასამსახურეობრივი მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე. საია მსგავსი კვლევის ჩატარებას სხვა რეგიონებშიც გეგმავს. მონიტორინგის დასრულების შემდეგ კი შედეგები, შესაძლოა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცეს.

სინქრონი:

სულხან სალაძე – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.