საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის [Video]

2017 წლის 11 მაისი | 22:29

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროექტები გააცნეს დღეს საზოგადოებას განათლების მინისტრმა. აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებლებისათვის შექმნილ სამთავრობო პროგრამებზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც. მინისტრის თქმით, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ისარგებლონ სხვადასხვა პროგრამებითა და სტიპენდიებით.

დღევანდელ შეხვედრას საგანმანათლებლო ცენტრების ფონდებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სინქრონები:

  1. ალექსანდრე ჯეჯელავა-ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
  2. ქეთევან ციხელაშვილი-შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.