საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 285 მლნ დოლარიან პროგრამას იწყებს {VIDEO}

2017 წლის 1 მარტი | 15:23

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ახალ, სამწლიან პროგრამას იწყებს, რომლის ღირებულებაც 285 მლნ აშშ დოლარია.  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა.

პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოსვლაა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული ვალდებულება საქართველომ  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისას აიღო. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

პროგრამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან  მოლაპარაკება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სინქრონები:

  • დიმიტრი ქუმსიშვილი – ეკონომიკის მინისტრი;
  • კობა გვენეტაძე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ბობ ჭურღულია.