“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 30-მდე მსუბუქი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 14:18

პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც, ტენდენციის სახით დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიების (ძირითადად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”) დანიშნული წევრების მიერ უარის თქმა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ეკა გიგაურმა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა მთაწმინდის, სამგორის, კრწანისის, ბათუმისა და გორის საოლქო უბნებზე.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მხრიდან დაფიქსირდა 30-მდე მსუბუქი და შედარებით სერიოზული დარღვევა. დაიწერა 7 საჩივარი.

სინქრონი:

ეკა გიგაური – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.