საბერძნეთში 100 000 ქართველზე მეტი ცხოვრობს, თუმცა საკონსულოს აღრიცხვაზე მხოლოდ 34 000 დგას – გიორგი ოკრიბელაშვილი

2017 წლის 19 აპრილი | 12:43

საბერძნეთში 100 000 ქართველზე მეტი ცხოვრობს, თუმცა საკონსულოს აღრიცხვაზე მხოლოდ 34 000 დგას, – დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტმა, საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების მდგომარეობის შესახებ  ჟურნალისტებთან ისაუბრა. გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, მართალია საბერძნეთის ხელისუფლებისა და სამართალდამცავების მხრიდან ქართველი ემიგრანტები რაიმე განსაკუთრებულ დევნას არ განიცდიან,  თუმცა მათი შრომითი კანონმდებლობა ხშირად ირღვევა და არ არსებობს ისეთი ორგანიზაციები რომლებიც მათ უფლებებს დაიცავს.

ოკრიბელაშვილის მიაჩნია, რომ ემიგრანტების რაოდენობის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების როლი.  მისი თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს დოკუმენტი მიგრაციის შესახებ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ქვეყნიდან ემიგრირებულთა რაოდენობა 95 965-ს შეადგენს, რომელთა შორის, 55 817 მამაკაცი და 40 148 ქალი იყო.

სინქრონი:

გიორგი ოკრიბელაშვილი – დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი.