საბარგო სადგურის დასახლების მოუგვარებელი პრობლემები [Video]

2017 წლის 8 ივნისი | 19:48

ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს. ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის არარსებობაზე ჩივიან. ფეკალიები ქუჩებში  ღიად მიედინება. აუტანელი სუნისა და ანტისანიტარიის გამო, ადგილობრივები ბავშვებს ქუჩაში სათამაშოდ არ უშვებენ. დასახლებაში, სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, წლებია პრობლემა მოუგვარებელია.

საბარგო სადგურის დასახლების მაცხოვრებლები პრობლემის მოგვარებაზე ხელისუფლებისგან დაპირებას წლებია ისმენენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქის ეს ნაწილი ადგილობრივ მთავრობას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. დასახლების მაცხოვრებლები ხელისუფლების პირველი პირებისგან დაპირების შესრულებას მოითხოვენ.

საბარგო სადგურის დასახლების პრობლემა ქალაქისათვის ერთ–ერთი მტკივნეული საკითხია – აცხადებს ახალციხის მერი. ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, რეგიონული განვითარების ფონდს პროექტი მილიონ ასი ათასი ლარით უნდა დაეფინანსებინა, თუმცა ეს  საკითხი ამ დროისათვის  შეჩერებულია.

ახალციხის მერიაში პროექტის დაფინანსების მოლოდინში, პრობლემის მოგვარების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. პარალელურად საბარგო სადგურის დასახლების მაცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს დროულად მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება.

სინქრონი:

  1. ფიქრია ორმოცაძე – საბარგო სადგურის დასახლების მაცხოვრებელი;
  2. შაქრო დიაკონაშვილი – საბარგო სადგურის დასახლების მაცხოვრებელი;
  3. გიორგი ვედიაკოვი – საბარგო სადგურის დასახლების მაცხოვრებელი;
  4. ვლადიმერ ზედგინიძე – ქალაქ ახალციხის მერი.

ავტორები:

თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.

წყარო: TV 9.