საარჩევნო სიის დაზუსტებისთვის პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა [Video]

2017 წლის 6 აპრილი | 15:56

საარჩევნო სიის დაზუსტებისთვის 10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა. „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“ – ამ პრინციპით იუსტიციის სამინისტრო 4 წლის განმავლობაში რიგით 25-ე აქციას იწყებს. უფასო პირადობის მოწმობებით ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი, ამავდროულად არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ მას. აქციის ფარგლებში მოქალაქეები ფოტოსურათის საფასურსაც არ გადაიხდიან.

დაინტერესებულმა მოქალაქეებმა აქციით სარგებლობისთვის უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს 2 მილიონზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონული მოწმობებს ფლობს, 1 200 000 -ზე მეტმა კი პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით აიღო.

სინქრონები:

  • გივი აზაურაშვილი – იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი;
  • სოსო გიორგაძე – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე.

 

ავტორები:

გიორგი დონდუა, დავით ჯიბუტი.