საარჩევნო სიის დახვეწისთვის ID ბარათის გაცემის უფასო აქცია მიმდინარეობს {VIDEO}

2017 წლის 21 თებერვალი | 18:24

საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს, რომელიც  15 თებერვლს დაიწყო და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს მოქალაქეთა შემდეგი კატეგორია:  რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  თუ მოქალაქის  რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს. ასევე  მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები. ამასთან აქციით სარგებლობა შეეძლებათ იმ საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც რეგიტრაციიდან მოხსნილები არიან.  რაც მთავრია, ამ შეღავათით სარგებლობა შესაძლებელია, მათთვის, ვინც სრულწლოვანია, ან ვისაც აქციის დასრულებამდე 18 წელი უსრულდებათ.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით მილიონზე მეტი ID ბარათია გაცემული, ხოლო აღნიშნული აქციით 3000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.

სინქრონი:

მირანდა არაბიძე – სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგიტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.